×òåíèå RSS






აღწერა : Skype 4.2 original ეს არის ახალია, გამოგადგებათ ყველას.
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 830
2010-06-27 | სპორტი
0

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი F ჯგუფისა იტალიისა და ახალ ზელანდიის ეროვნულ ნაკრებთა შორის სენსაციური შედეგით, ანგარიშით ფრედ 1:1. აღსანიშნავია, რომ ოკეანეთის წარმომადგენლებმა პირველი გოლი მატჩის დებიუტშ მე–7 წუთზე გაიტანეს, კონკრეტულად კი სმელცმა შესძლო იტალიელთა კარის დალაშქვრა. ამის შემდეგ იტალიელები გააქტიურდნენ და შეხვედრის 29–ე წუთზე იაკინტამ თერთმეტ მეტრიანი ნიშნულიდან შესძლო ახალ ზელანდიელთა კარის აღება. პირველი ტაიმი სწორედ ასეთი ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმში იტალიელები ცდილობდნენ მწვავე შეტევები განეხორციელებინათ, თუმცა ზელანდიელთა მეკარის ჩინებული თამაშის შედეგად მნიშნველოვანი ქულები დააკარგვინა იტალიას. ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 2–2 ქულა გააჩნია და ერთიც და მეორეც მეორე–მესამე ადგილებს ინაწილებენ. ამავე ჯგუფში დღეს პარაგვაიმ სლოვაკეთი 2:0 დაამარცხა, რითაც მერვედ ფინალის საგზური მოიპოვა.
Fifa World Cup 2010 | Day 10 | Goals

Fifa World Cup 2010 | Day 10 | Goals
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 1041
2010-06-27 | სპორტი
0

პორტუგალიის ნაკრებმა დამაჯერებლად მოახერხა ჩრდილო კორეის ნაკრების დამარცხება, "ევროპელმა ბრაზილიელებმა” აზიელებს შვიდი გოლი გაუტანეს და ამ შედეგით ტურნირის ყველაზე შედეგიან გუნდად იქცნენ. აქვე შეგახსენებთ რომ დღეს, 18.00 საათიდან სტარტს აიღებს H ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა, ჩილესა და შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან, სადაც ორჯერ შვეიცარიამ, ხოლო ჩილემ ერთხელ მოიგეს შეხვედრები. მსოფლიო ჩემპიონატზე კი ერთხელ დაუპირისპირდნენ დაუპირისპირდნენ, ეს იყო შორეულ 1962 წელს, სადაც ჩილემ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა ევროპელები. მატჩი ნელსონ მანდელას ყურეში, სტადიონ Port Elizabeth Stadium–ზე გაიმართება, შეხვედრას საუდის არაბეთიდან ხალილ ალ გამდი განსჯის.

Portugal 7 - 0 Korea DPR (ვიდეომასალა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 952
2010-06-27 | სპორტი
0

გუშინ H ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთი და ჰონდურასი დაუპირისპირდნენ და ფავორიტად მიჩნეულმა ესპანეთმა 2:0 დაამარცხა ჰონდურასის ნაკრები. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი დავიდ ვილას ანგარიშზე გახლავთ. პირველი გოლი შესანიშავი სოლორეიდის წყალობით ჩინებული გოლი გაიტანა ვილამ მატჩის მე–17 წუთზე. მეორე ნახევარში კი ვილამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, შეხვედრის 51–ე წუთზე შორეული დისტანციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ვალადარესი ვერ გაუმკლავდა და ესპანელმა დუბლი შეასრულა. 61 წუთზე კი ვილიას შეეძლო ჰეთრიკი გაეფორმებინა,მაგრამ თერთმეტმერიანის ზუსტად შესრულება ვერ შესძლო და ბურთი კარს ააცილა. ჰონდურასის ნაკრები ორი თამაშის შემდეგ ნულ ქულას ფლობს და შესაბამისად, ჯგუფიდან გასვლის არანაირი შანსი აღარ შერჩა, რაც შეეხებათ დანარჩენ გუნდებს, ჩილე ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ 6 ქულით, ესპანეთი და შვეიცარია კი სამ–სამი ქულით მეორე–მესამე ადგილებს ინაწილებენ.
Spain 2-0 Honduras (ვიდეომასალა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 993
2010-06-27 | სპორტი
0

უშინ აზიელმა ფეხბურთელებმა საბერძნეთის არგენტინასთან მარცხით ისარგებლეს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში ნიგერიასთან ფრე ითამაშეს და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვეს. კორეელებმა 4 ქულა დააგროვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. სამხრეთ კორეელები მერვედფინალში ურუგვაის ნაკრებს გაეჯიბრებიან. ხსენებული შეხვედრა 26 ივნისს გაიმართება.
Nigeria 2-2 Korea Republic (ვიდეომასალა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 836
2010-06-27 | სპორტი
0

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა შესძლო სლოვენიელთა დამარცხება ანგარიშით 1:0 და ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გავიდა. ეს ერთადერთი გოლი კი ჟერმინ დეფომ მატჩის 23–ე წუთზე გაიტანა. სლოვენიელებს ჰქონდათ რეალური მომენტები მეკარე ჯეიმსის კართან, რომელიც საბოლოოდ გამოუყენებელი დარჩათ. ასეა თუ ისე, ინგლისის ეროვნული ნაკრები ჯგუფიდნა გავიდა და მის დარად აშშ–ც, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებით დროში ლენდონ დონოვანმა ალჟირს გამარჯვების გოლი გაუტანა და პირველ ადგილზე ხუთი ქულით დაასრულა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა. მართალია ინგლისსაც ჯგუფში 5 ქულა დაუგროვდა, მაგრამ ბურთების უარესი შეფარდების გამო მეორე ადგილს დასჯერდა.
Slovenia 0-1 England (ვიდეომასალა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 1000
2010-06-27 | სპორტი
0

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ალჟირთან შეხვედრაში და 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩი ამერიკელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა და ეს ერთადერთი გოლი ლენდონ დონოვანის ანგარიშზეა მატჩის 92–ე წუთზე, მართლაც, რომ ჩინებული მატჩი ჩაატარეს ამერიკელებმა და ამ შეხვედრაში გამარჯვება მართებდათ. აშშ პირველ ადგილზე გავიდა და 5 ქულა დააგროვა ჯგუფში, არცერთი მარცხი, ორი ფრე და ერთი მოგება სწორედ ამ მონაგარით ამერიკა იღებს უფლებას ითამაშოს 1/8 ფინალში.
USA 1-0 Algeria (ვიდეომასალა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 930
2010-06-27 | სპორტი
0

მუნდიალის მოქმედი ჩემპიონი, იტალიის ნაკრები სლოვაკეთთან შეხვედრაში დამარცხდა და F ჯგუფში უკანასკნელ პოზიციაზე გავიდა. სლოვაკი მოთამაშეები კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც E ჯგუფის პირველ ადგილოსანს შეხვდებიან. მატჩს ძალიან საინტერესო დასასრული ქონდა, უკანასკნელ წუთებში ერთბაშად 3 გოლი გავიდა, საიდანაც ორი "სკუადრა აზურამ”, ხოლო ერთი სლოვაკებმა გაიტანეს. აქვე გეტყვით, რომ F ჯგუფში პირველი ადგილი პარაგვაიმ დაიკავა, რომელმაც უკანასკნელ ტურში ახალ ზელანდიასთან 0-0 ითამაშა.
Slovakia 3-2 Italy (ვიდეომასალა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 948
2010-06-27 | სპორტი
0

მიუხედავათ იმისა, რომ ჰოლანდიელებს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდათ ბერტ ვან მარვეიკმა კამერუნთან შეხვედრაში მაინც ძირითადი შემადგენლობა დააყენა. მისმა გუნდმა აფრიკელები 1-2 დაამარცხა და როგორც მოსალოდნელი იყო E ჯგუფიდან მერვედფინალში ლიდერის სტატუსით გავიდა. პლეი-ოფში ჰოლანდიელთა მეტოქე სლოვაკეთის ნაკრები იქნება. რაც შეეხება კამერუნს, ამ გუნდმა E ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა და მუნდიალზე ასპარეზობა ისე დაასრულა, რომ ერთი ქულაც კი ვერ აიღო.
Cameroon 1-2 Netherlands (ვიდეომასალა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 941
2010-06-27 | სპორტი
0

იაპონელმა ფეხბურთელებმა დამაჯერებლად დაამარცხეს მთავარი კონკურენტი დანიის ნაკრები და პლეი-ოფშიც გავიდნენ. E ჯგუფში იაპონელებმა 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში F ჯგუფის ლიდერ პარაგვაის დაუპირისპირდებიან. დანიელებმა კი მუნდიალზე ასპარეზობა 3 ქულით და E ჯგუფში მესამე პოზიციაზე გასვლით დაასრულეს.
Denmark 1-3 Japan (ვიდეომასალა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 876
2010-06-27 | სპორტი
0

26.06 - 18:002010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი ურუგვაი - სამხრეთ კორეა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი
26/06 - 22:302010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი აშშ - განა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი
27/06 - 18:002010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი არგენტინა - მექსიკა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი
27/06 - 22:302010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი გერმანია - ინგლისი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი
28/06 - 18:00 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი ჰოლანდია - სლოვაკეთი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი
28/06 - 22:302010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი ბრაზილია - ჩილე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი
29/06 - 18:002010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი პარაგვაი - იაპონია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი
29/06 - 22:302010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი ესპანეთი - პორტუგალია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 მატჩების განრიგი
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 979
2010-06-27 | სპორტი
0

H ჯგუფის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს შვეიცარია და ჰონდურასი უპირისპირდებოდნენ, ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ინტრიგას არ იძენდა, იმას თუ არ ჩავთვლით რომ შვეიცარიას ამ შეხვედრაში სამი ქულის აღება მართებდა. შეხვედრამ უინტერესოდ ჩაიარა და არც ერთ გუნდის ფეხბურთელებს რეალური მომენტი მეტოქე კართან არ შეუქმნია. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და შვეიცარიამ ამ ფრით დაკარგა საგზური 1/8 ფინალის. ევროპელებმა ჯგუფში მესამე ადგილი სამი ქულით დაიკავეს, ხოლო ჰონდურასმა კი მეოთხე ადგილი 1 ქულით. ამავე ჯგუფიდან პირველ ადგილზე ესპანეთი, ხოლო მეორეზე ჩილე გავიდა.
Switzerland vs Honduras 0:0 (მიმოხილვა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 965
2010-06-27 | სპორტი
0

გუშინ დასრულდა შეხვედრა ჩრდილოეთ კორეასა და ქოდ დუარის ნაკრებებს შორის. ორივე გუნდი უშანსოდ იყო დარჩენილი, აფრიკელებმა მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და ჩრდილოეთ კორეის სამარცხვინო გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე წერტილი დაუსვეს. ჩრდ. კორეის ნაკრებმა გაიტანა 1 გოლი და გაუშვა 12.
Korea DPR 0-3 Côte d'Ivoire (ვიდეომასალა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 942
2010-06-27 | სპორტი
0

პორტუგალიასა და ბრაზილიას შორის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ორივე გუნდს ჰქონდათ მომენტები, რომლებიც გამოუყენებელი დარჩათ. შეხვედრის პირველ ნახევარში პორტუგალიელთა კართან ბრაზილიელები შეტევებს ახორციელებდნენ, მაგრამ როგორც გითხარით უშედეგოდ. მეორე ტაიმი პორტუგალიელთა უპირატესობით წარიმართა და რეალური მომენტებიც ჰქონდათ. ბევრისთვის მოულოდნელად მექსიკელმა არბიტრმა ბევრი ყვითელი ბარათები უჩვენა ფეხბურთელებს. ასეა თუ ისე, პირველ ადგილზე 7 ქულით ბრაზილია გადის, ხოლო მეორე ადგილზე პორტუგალიელებმა 5 ქულა დააგროვეს. რაც შეეხება ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრას, კოტ დ'ივუარმა 3:0 დაამარცხა ჩრდილოეთ კორეის გუნდი, თუმცა ამის მიუხედავად კოტ დ'ივუარი გამოეთიშა "მუნდიალს".
Portugal vs Brazil 0:0 (მიმოხილვა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 935
2010-06-27 | სპორტი
0

გუშინ ჯგუფური ეტაპის ერთ–ერთ უკანასკნელ შეხვედრაში ესპანეთმა ჩილა მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა. H ჯგუფის ბინადარ ჩილეს და ესპანეთს ბოლო ტურში უნდა გადაეწყვიტათ ერთმანეთის ბედი, რადგან ისინი დამოკიდებულნი იყვნენ ქვე ჯგუფის შეხვედრაზე შვეიცარია – ჰონდურაზე, თუმცა ახლა ამაზე არ შევჩერდეთ და შემდეგ ვისაუბროთ ამ მატჩზე. რაც შეეხება ჩილესა და ესპანეთის დაპირისპირებას, მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ესპანეთი პირველივე წუთებიდან ცდილობდა მეკარე ბრავოს კარის აღებას, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ჩილელი ფეხბურთელები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს ესპანელთა კართან. ჩილელთა მხრიდან გამოსაყოფი არიან, სანჩესი, გონსალესი და ვალდივია, რომლებმაც შეაწუხეს მეკარე კასილასი. ესპანეთი მიხვდა რა, რომ ჩილეს შეტევები არც ისე ხეირიანი იყო, შეტევაზე გადავიდნენ და მატჩის 24–ე წუთზე დავიდ ვილამ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში შესძლო გოლის გატანა. ამის შემდეგ ესპანეთი არ მოდუნებულა და 37-ე წუთზე მცველთა უყურადღებობის გამო ანდრეს ინიესტა ანგარიში ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმი ესპანეთმა 2:0 მოიგო. ჩილე მეორე ტაიმში სახე შეცვლილი გამოვიდა მინდორზე და შეცვლაზე შემოსული როდრიგო მილარმა შეხვედრის 47–ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 1:2. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელები ცდილობდნენ კარის დალაშქვრას, საბოლოოდ მათი გარჯა უშედეგო აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში ესპანეთმა ეს შეხვედრა 2:1 მოიგო და 1/8 ფინალში ადგილი დაიმკვიდრა და თან გაიყოლა დამარცხებული ჩილეც.
Chile vs Spain 1:2 (ვიდეომასალა)
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 936
1

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ოცნების ქალაქი
ჟანრი: ლირიული დრამა,კომედიური ელემენტებით..
გადაღების ადგილი: საქართველო..
სამაუწყებლო კომპანია: ''რუსთავი 2'' და ტელეკომპანია ''იმედი''..
წელი: 2010
ფილმში მონაწილეობენ : არჩილ სოლოღაშვილი,ნანკა კალატოზიშვილი,პაატა პაპუაშვილი,შორენა ბეგაშვილი,დუტა სხირტლაძე,გვანცა დარასელია,რუსკა მაყაშვილი,ანა ბარდაველიძე,ჯგუფი '' მგზავრები '' ,მაია ასათიანი,ეკა კახიანი,ქეთი ფარცვანია,გოგა ბარბაქაძე,შოთა ქრისტეშაშვილი...

ფილმის ანოტაცია:
გადაღებები ზამთრის პერიოდში მიმდინარეობდა და სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ალბათ უკვე მიხვდით ფილმში საახალწლო განყწობა სუფევს.
"ოცნების ქალაქს” საოცნებო მსახიობები ანებივრებენ თავიანთი სხეულით. ისეთები როგორიც არიან, შორენა ბეგაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი და სხვ.
ფილმის საუნდრეკებზე პოპულარული ქართული ჯგუფი "მგზავრები” ზრუნავდა, რომელთა სიმღერები დღეს უკვე ჰიტებად არის ქცეული.

გამომშვები: საქართველო, Dis Pictures
ხანგრძლივობა: 00: 01 :50
გახმოვანება: ქართული (ორიგინალი)

ფაილი:
ფორმატი: Avi XviD
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 814 kb/s, 624x336
აუდიო: MP3, 128 kb/s (2 ch)
ზომა: 1 GB
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 2247
1

ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: GTA: San Andreas
გამოშვების წელი: 2004
პლატფორმა: PC
ჟანრი: 3D person; მოქმედებითი
შემქმნელი: RockstaR GaMes
გამომშვები: Grand Theft Auto
გამოცემის ტიპი: ლიცენზია
ენა: ინგლისური,რუსული
კრეკი: არ ესაჭიროება

აღწერა:
ეს თამაში კარგახანია გამოსულია GTA Vice City -ს შემდეგ .. აქ რათქმაუნდა გაუმჯობესებულია გრაფიკა,სხვა მანქანები
სხვა შინაარსი სადაც თქვენ ხართ ზანგი სახელად Cj .. მაგრამ ეს არ არის მთავარი !! ეს ვერსია ზომითაა განსხვავებული!
და ამიტომაც ეს არის : EXCLUZIVE .. დანარჩენი მგონი ყველაფერი გასაგებია..

სისტემური მოთხოვნილებები:
პროცესორი: Pentium III 1 GHZ ან AMD Athlon
ოპერატიული მეხსეიერება: 256 MB
ვიდეოკარტა: 64 Mb, DirectX 9-ის მხარდაჭერით
ხმის კარტა: Stereo Sound Card, DirectX 9-ის მხარდაჭერით
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 1.5 Gb

დაყენების ინსტრუქცია სრულადში!!!
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 1005
0

ინფორმაცია თამაშზე:
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრი: Arcade / Racing / Simulator / 3D / Privateer / Trader
შემქმნელი: SoftlabNsk
გამომცემელი: SoftlabNsk
ინტერფეისის ენა: რუსული
გახმოვანების ენა: გერმანული
გამოცემის ტიპი: ლიცენზია
წამალი: არ ჭირდება

თამაშის შესახებ:
გაგრძელება პოპულარული სათამაშო სერიის. მაგრამ ამ ჯერზე სათამაშო სამყარო არაა მოფიქრებული შემქმნელებისგან. არამედ გადახატულია რეალური სამყაროდან. მოთამაშე დატოვებს თვისი მანქანის ბორბლების ქვეშ ასობით კილომეტრს კალიფორნიის გზების სან-ფრანცისკოდან რიომდე, იურიკიდან სან-დიერომდე. მოთამაშეს მოუწევს მოპოვოს პატივისცემა კორპორატიული კლიენტებისგან, დაუმტკიცოს, რომ ის არის ყველაზე სწრაფი და სანდო კალიფორნიის დალნაიბოიშიკი, აღიარების მიღწეევა დალნაიბოიშიკების გარშემო, გონკებში მონაწილეობით და უბრალოდ შეხვედრილი მათთან სხვადასხვა სიტუაციებში ყოველდღიურ ცხოვრებაში. თამაშის პროცესში მოთამაშეს ასევე მოუწევს დაამტკიცოს თვისი ხარისხიოანობა ლიდერის ძლიერი სატრანსპორტო კორპორაციის, პრეტენზია აქვს რომ იყოს პირველი ამ სფეროში დალნაბოის გადატანებში შტატებში.

სისტემური მოთხოვნილებები:
ოპერაციული სისტემა: Windows 2000/XP/Vista/7
პროცესორი: Intel Core 2 Duo ტაქტიური სისუფთავით 3,0 Ghz
ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
ვიდეოკარტა: კლასის 256 Мb , შეთავსებული DirectX 9.0
აუდიოკარტა: შეთავსებული DirectX 9.0
სრულიად                   
ავტორი: ShaDoW ნანახია: 1005
1 2 3 ... 61 62 »


ავტორიზაცია



რეკლამა

  
 
 
 
 
 
 
 

TOP ავტორები


ShaDoW
null

nullსიახლე
548
nullკომენტარი 48
nullრეპუტაცია 9


fReDzY
null

nullსიახლე
302
nullკომენტარი 3
nullრეპუტაცია 8


cripa
null

nullსიახლე
230
nullკომენტარი 11
nullრეპუტაცია 10


სტატისტიკა

სულ ონაინში 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0