×òåíèå RSS





მთავარი » 2010 » მაისი » 18 » დონი / Doni
დონი / Doni


დონი, პირველად რა ასაკში მოუსმინე რეპ მუსიკას ?

დაახლოვებით ათი წლის ვიყავი თუ არ ვცდები პირველად რომ მოვუსმინე რეპს.
სადღაც ვიყავი ზუსტად აღარ მახსოვს, ღამე იყო და შუქებიც არ იყო იმ დროს როდესაც, ეზოში რაღაც ძველი ავტომობილი შემოვიდა და "Tu Pac” ქონდა ჩერთული. ჭკუაზე არ იყო ტიპი ისე მარიაჟობდა, არა და მაგ პერიოდში „მაკარენას" ეპოქა იყო თბილისში (იცინის) შემდეგ გავარკვიე შემსრულებლის ვინაობა და ძლივს შევიძინე ალბომი.


ანუ რეპერებიდან პირველად "Tu Pac” მოუსმინე?

-კი, რეპერებიდან პირველად "Tu Pac” მოვუსმინე.


შენის აზრიდ, დღევანდელი რეპ მუსიკა როგორ მდგომარეობაშია?
ბევრი ამბობს, ისეთი რეპი აღარ იქმნება როგორიც ძველად იქმნებოდაო...

-რაშია იცით საქმე, ყველაფერს სჭირდება სიახლე და ცვლილებები, ესკი მოაქვს დროს. ჰიპ-ჰოპ და რეპ მიმდინარეობა თავიდან იმდენად განვითარებული არ იყო როგორც ახლაა. არც იმდენად პოპულალური იყო თავიდან როგორც ახლაა.
რეპი დღეს ყველგანაა. ბევრისთვის შეიძლება გამაღიზიანებელია ეს "Auto Tune” და რაღაც საშვალებები, რასაც იყენებენ დღეს მასიურად, რომელიც ასევე მაგარი გაცვდა კიდეც და რომელიც არის გათვლილი იმ ეგრედ წოდებული "Ringtone” რეპერებზე რომლებიც, ერთი კვირა გამოჩნდებიან და მეორე კვირას გაქრებიან. ეგეთების შემხედვარე შეძლება ითქვას რომ ცუდ მდგომარეობაშია რეპი, მაგრამ, ასევე არიან ახლებიდან ხალხი ვინებიც ნამდვილად საინტერესო და კარგ მუსიკას ქმნიან.


ახალი რეპ მუსიკოსებიდან ვის უსმენ?

-საერთოდ ახალი თუ რამე გამოდის, ინტერესის ამბავში სმენით ყველას და ყველაფერს ვუსმენ. უბრალოდ მაინტერესებს ვის რა აქვს გამოყენებული მუსიკაში და როგორ აქვს გაკეთებული. მაგრამ, დღევანდელი Hip-Hop და R’’n’’B არტისტებიდან "Kanye West”_ის მუიკის მოყვარული ვარ. არ ქმნის მარტივ მუსიკას ჩემის აზრით.


ძველი რეპერებიდან ვის უსმენ და ვინ არის შენთვის დღემდე ნომერ პირველი?

-ჩემთვის ნომერ პირველი "Tu Pac” ეს ისეთი ტიპია
რომლის სმენაც მე ნამდვილად არ მბეზრდება.
დანარჩენებს რაც შეეხება "Krs-One, Redman, Rza, Jedi Mind Tricks " და სხვა ბევრი მსგავი ტიპის რეპ მუსიკოსები ...


ამ მუსიკალური მიმდინარეობის გარდა, სხვა რა მუსიკას უსმენთ?

-უფრო შავი მუსიკა მიყვარს: „Jazz, Blues, Grime" და „Dubstep, Trip-Hop"...


თქვენის აზრით, საქართველოში რეპ და ჰიპ-ჰოპ მუსიკის განვითარებისთვის რა არის საჭირო?

-მიწოდება... უნდა იყოს სატელევიზიო, თემატური, შემეცნებითი გადაცემები.
რისი ნაკლისობაც არის ქართულ ტელე სივრცეში. მსგავსი გადაცემები არა მარტო გარკვეულ მუსიკალურ მიმდინარეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ ახალგაზრდებისთვისაც სასარგებლო იქნება. თორემ მარტო ბრაზილიური სერიალები, პოლიტიკური თოქ შოუები და რაღაც ლატარეების გათამაშებები ვერ წაგვიყვანს შორს. უნდა იყოს ჰიპ-ჰოპზე, როკზე, ჯაზე, ელექტრონულ და სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებზეც ტელე-პროექტები. იმიტომ რომ მუსიკის მსმენელი არის საქართველოში და მსმენელს სჭირდება ინფორმაცია ამათუ იმ მუსიკოსზე თუ მუსიკალურ მიმდინარეობაზე.. მარტო პოლიტიკოსების პიარზე, არ უნდა მუშაობდნენ ქართული ტელე არხები.

თქვენ თვლით რომ მარტო პოლიტიკოსების პიარზე მუშაობენ ქართული ტელე არხები?

-ხო, აბა ახლა რა დავარქვა მაგას!? სადაც არ უნდა გადართო, ხან შალიკო ხან მიშიკო და ხან ჯონდო უნდა გაგეჩითოს .... გასაგებია რომ დღეს დღეობით პოლიტიკა ყველაზე აქტუალურია, არა მარტო აქ, არამედ მთელს მსოფლიოში. მაგრამ, სხვა ქვეყნებში ათი და თხუთმეტი პლიტიკური პროექტები რომ არის, იქ კიდევ ორი იმდენი ისეთი ტელე-პროექტია რომ არჩევანი დიდია. აქ კიდევ არხები არის და გადაცემები არ არის. (იცინის)

თქვენ გქონდათ ადრე ერთ ერთ არხზე რეპ მუსიკაზე გადაცემა.
ახლა რატომ აღარ გადის?

-კი იყო ესეთი გაცემა, რომელიც მხოლოდ ჰიპ-ჰოპ და რეპ მიმდინარეობას ემსახურებოდა და რომელმაც ძალიან ბევრ უცნობ ქართველ რეპ შემსრულებელს საშვალება მისცა, საკუთარი შემოქმედების მსმენელთან მიტანის.
გადაცემა არ იყო დიდი შოუებით გამორჩეული, მაგრამ იმ პირობებიდან გამომდინარე რა პირობებიც გადაცემას გააჩნდა, იმაზე მეტს აკეთებდა.
პირობები კი საერთოდ არ ჰქონდა... გადაცემას არ ქონდა დაფინანსება, არ ყავდა რეჟისორი, არ ყავდა პროდიუსერი და კიდევ ბევრი რამ არ ჰქონდა რაც სჭირდება გადაცემას. ეს არ იყო ტელევიზიის ბრალი, იმიტომ რომ თვითონ ტელევიზიასაც არ ქონდა იმის საშვალება ფინანსურადაც რომ გადაცემა აეღო და უზრუნველყო.


დაფინანსების მიზნით, არ გიცდიათ მიმართვა რომელიმე კომპანიასთან?

-ძალიან ბევრ კომპანიასთან მქონდა შეხვედრა. არა მარტო ამ პროექტის შესახებ, არამედ სხვა პროექტებზეც. მაგრამ სამწუხაროდ ინტერესი განსაკუთრებით ესეთ პროექტებზე საქართველოში დიდი არ არის. ბოლოს ძალიან მცირე შემოსავალი კი ქონდა გადაცემას მაგრამ, საკმარისი არ იყო იმისთვის რომ ცვლილებები შეგვეტან და გადავწყვიტეთ რომ დროებით შეგვეჩერებინა.


როგორც ჩანს სამომავლოდ კიდევ აპირებთ მსგავსი გადაცემის გაკეტებას?

-კი, რა თქმა უნდა... ოღონდ არა მსგავსი, არამედ ბევრად განსხვბავებული უნდა გაკეთდის იმისგანს რაც მანამდე იყო.


როგორ ფიკრობთ, მარტო ფულით, დღეს დღეობით რეპ მუსიკაში წარმატების მიხწევა მარტივია?

-წარმატების მიხწევა შეიძლება მარტივია მაგრამ, რესპექტის (პატივის ცემის) მოპოვებაა რთული.


რატომ? ფულით ვერ მოიპოვებ პატივის ცემას ?

-ვერ მოიპოვებ! საერთოდ ამბობენ, ფული ბევრს შვება დღესო. მაგრამ, მე არ ვეთანხმები მაგ მოსაზრებას... მე ასევე ბევრი ვიცი ისეთი ადამიანები რომლებიც ფულით არსებობენ ამ სფეროში. ყველაფერში ფულს იხდიან: ტექსტებში, მუსიკაში, დუეტებში, ტელე-რადიო რასკრუტკაში, ჟურნალ-გაზეთებში ინტერვიუებზე და ფულით იმეგობრებენ კიდეც ხალს... შეიძლება რაღაც შედეგს ახწევდე მაგით მაგრამ, იმდენს მაინც ვერ იღებდე რამდენსაც იღებს უბრალო ადამიანი თავის შრომით.


თქვენ შეგიძლიათ ურთიერთობა ან მეგობრობა ფულის გამო ადამიანთან?

-მე ნამდვილად არ შემიძლია ეგეთი რაღაცები... თუ პირველ რიგში ერთმანეთში ჯიგრობა არ გვაქვს, არ შემიძლია არავისთან მეგობრობა. უბრალო ურთიერტობას რაც შეეხება, თუ ერთმანეთს მხოლოდ რაღაც ბიზნეს ინტერესები გვაკავშირებს მაშინ კი.



რეპერები ყოველთვის გამოირჩევით თქვენი ჩაცმის სტილით , ძვირად ღირებული სამკაულებით და მაინტერესებს, თქვენ თუ მოგწონთ სამკაულები?

-სამკაულები კი, მომწონს, ძაან მაგარია. მაგრამ ეგ ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ზოგადად ჰიპ-ჰოპ ჩაცმულობას დღეს დღეობით ძალიან მოდნია.

საყურეს დიდი ხანია რაც ატარებთ?

-კი, დაახლოვებით შვიდი წლის უკან გავიხვრიტე პირველად ყური.


თავიდან როგორი დამოკიდებულება ქონდათ ოჯახში ან საახლობლოში, პირველად რომ გაიკეთეთ საყურე?

-ჩვეულებრივი დამოკიდებულება ქონდათ. ცუდი ამაში არაფერია...


საქართველოში ზოგს მაინც მიაჩნია საყურე და მსგასი რაღაცეები, ქართველ მამაკაცს არ უნდა ეკეთოს. თქვენ რას ფიქრობთ?

-ჯერ ერთი, ყური ჩემია და მე მინდა საყურეს ჩამოვიკიდებ და მინდა მობილურს. ეგ არავის საქმე არ არის! სჯობია ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ბევრად უკეთესად იქნება ამ ქვეყნის საქმეც.
არ შეიძლება ქართველობა და ადამიანობა თმის ვარცხნილობით, ჩაცმით და ასევე ეგეთი რაღაცეებით განისაზღვრებოდეს, როგორც ბევრი იდიოტი შვრება.
მე პირადათ, ქვეყნის სიყვარულს და პატივის ცემას ეგეთი რაღაცეებთ არ გამოვხატავ და საჭირო დროს საჭირო ადგილზეც ვარ, თუ ქვეყანას დასჭირდება.


ნარკოტიკებთან თუ გქონიათ ოდესმე შეხება და თუ ყოფილხართ დამოკიდებული მასზე?

-არა, ნარკოტიკებთან არ მკონია ისეთი შეხება რომ ვთქვათ რომ მასზე დამოკიდებული ვყოფილიყავი...

თქვენის აზრით რა ზომები უნდა იყოს მიღებული ნარკომანიის წინააღმდეგ? უნდა იჭერდნენ ეგეთ ადამიანებს, ვინც მასზეა დამოკიდებული?

-საერთოდ მე არავის დაჭერის მომხრე არ ვარ, ეგეთი რაღაცეები არაა ჩემი საქმე. ასევე ციხე არ არის ის ადგილი სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანს უშველი. ნარკომანი არის ავადმყოფი და მას სჭირდება მკურნალობა, არათუ თავის ავადმყოფობის გამო დასჯა. უნდა იყოს ცოტა სხვა ზომები მიღებული რომ დავეხმაროთ ეგეთ ადამიანებს. თორემ ციხით შენ უფრო მეტ ტრანვას აყენებ ეგეთ ადამიანს.


მე როგორც ვიცი, ერთი ორჯერ გქონდათ თქვენ პოლიციასტან რაღაც პრობლემები...

-კი, მარა ისეთი სერიოზული არაფერი ყოფილა. ნასვამ ნიადაგზე მოხდა რაღაც.


საპროტესტო აქციებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა ოდესმე, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში?

-არა, ამ ბოლო ხანებში არ მიმიღია მონწილეობა. მაგრამ ვარდების რევოლუცია რომ მოხდა მაგ პერიოდში კი. (იცინის)


ახლა აღარაფრის მიმართ აღარ გაქვთ პროტესტი?

-პროტესტი შეიძლება მაქვს მაგრამ, არ მინდა მაგით ვიღაც ბოროტ ძალებს ვასარგებლო.


ბოროტ ძალებს ვის გულისხმობთ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს?

-კი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი მათგანი საშინლად არ მომწონს, რომლებიც ჩემის აზრით, არაფრის კარგის მომტანნი არ არიან. იმიტომ რომ წლების უკან ბევრი მათგანი უკვე იყო ხელისუფლების სათავეში და თავიანტი თავიც მაქედან დაგვამახსოვრეს. ახლა კი, უბრალოდ სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით
არა და რეალურად არავინ და არაფერი არ აინტერესებთ თავიანთი თავის გარდა. მე პირადათ არ ვენდობი...


თქვენის აზრით ქვეყანაში შეიცვალა რამიმე, ვარდების რევოლუციის შემდეგ?

-ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და გაუმჯობესდა ქვეყანაში, მაგის არ დანახვა სიბრმავეა ჩემის აზრით. მე კარგად მახსოვს ის ძველი დრო როდესაც, არანაირი პერსპექტივა არ უჩანდა ქვეყანას, სამწუხაროდ. მე არ ვამბობ იმას რომ ამ დროისთვის ყველაფერი ფანტასტიურად გვაქვს. უბრალოდ დრო გვჭირდება კიდევ და ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს.
ასევე რაც დავკარგეთ იმასაც დავიბრუნებთ, თუ ერთად დავდგებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია...










ავტორი: ShaDoW | რეიტინგი: 5.0/ | ნანახია: 790 | რიცხვი:18     


სულ კომენტარები: 0  


ავტორიზაცია

რეკლამა

  
 
 
 
 
 
 
 

TOP ავტორები


ShaDoW
null

nullსიახლე
548
nullკომენტარი 48
nullრეპუტაცია 9


fReDzY
null

nullსიახლე
302
nullკომენტარი 3
nullრეპუტაცია 8


cripa
null

nullსიახლე
230
nullკომენტარი 11
nullრეპუტაცია 10


სტატისტიკა

სულ ონაინში 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0