×òåíèå RSS





მთავარი » 2010 » მაისი » 18 » დუტა სხირტლაძე
დუტა სხირტლაძე


ტელეკომპანია იმედზე რომ რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები მალე დაიწყებოდა, კულუარებში დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, ამ დღემაც არ დააყოვნა და 2 სექტემბერს სამსახურიდან დაითხოვეს ტელეკომპანია "იმედის" ძველი თანამშრომლები: თიკო ფეიქრიშვილი, ნინო მამალაძე, თეა თუაშვილი და ნინო კვირიკაშვილი, რამდენიმე ოპერატორი და პროგრამა იმედის დილის რედაქციის ყველა თანამშრომელი. დილის პროგრამის რედაქციას ქალბატონი ინგა დადიანი ხელმძღვანელობდა და როგორც შევიტყვეთ, მის თანამდებობას მსახიობ დუტა სხირტლაძეს გადააბარებენ, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორის მოადგილე ალეკო ფარულავას დავუკავშირდით.

- დაგეთანხმებით რომ "იმედზე" მიმდინარეობს არხის რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია, მეტს ვერაფერს გეტყვით...

- დილის პროგრამების ხელმძღვანელობას ნამდვილად დუტა სხირტლაძეს გადააბარებთ?
- ვერც ამ საკითხზე გეტყვით რამეს.

- როდის შეიტყობს საზოგადოება ამის შესახებ?
- მიმდინარე ცვლილებებზე საზოგადოებას ეტაპობრივად, ჩვენი ეთერის საშუალებით შევატყობინებთ, შესაძლოა, რამდენიმე დღეშიც...
ჩვენ სამსახურიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებთან. დილის პროგრამების თანამშრომლებთან, მათ შორის, ინგა დადიანთანაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. ტელეფონზე არავინ გვიპასუხა. ამიტომ ინფორმაციის გასარკვევად სხვა გზებს მივმართეთ.
ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" წამყვანი:

- ჩვენს არხზე ნამდვილად ხდება რაღაც ცვლილებები, თუმცა ბევრი არაფერი ვიცი, რადგან შვებულებაში ვარ. ასე რომ...
ვახო მამალაძე, ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომელი:
- ვიცოდი, ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა...

- რატომ ელოდით ამ ყველაფერს?
- იმიტომ, რომ ძველი "იმედელები" და ტელეკომპანიის ახლანდელი მმართველები ერთნაირად არ აზროვნებენ. ამიტომაც მმართველ ძალას ისეთი კადრები არ სჭირდება რომელიც ეწინააღმდეგება.

- თუ დაუკავშირდი რომელიმე გათავისუფლებულ ჟურნალისტს?
- არავის დავკავშირებივარ, ერთმა იქაურმა თანამშრომელმა მომაწოდა ეს ინფორმაცია. მითხრა, ზოგი პირდაპირ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ზოგიც უხელფასო შვებულებაში გაუშვესო.

P.S. კულუარებიდან ისიც შევიტყვეთ, რომ მედიაჰოლდინგ "იმედის" გენერალურ დირექტორს, გიორგი არველაძეს საკადრო ცვლილებების განხორციელების მიზეზად დაუსახელებია ის, რომ მაყურებელს ძველი სახეები მობეზრდა... კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ახალი თანამშრომლების - ჟურნალისტების, ტელეწამყვანების და ოპერატორების მოყვანას უნივერსიტეტ "ჯიპადან" აპირებენ.










ავტორი: ShaDoW | რეიტინგი: 0.0/ | ნანახია: 670 | რიცხვი:18     


სულ კომენტარები: 0  


ავტორიზაცია

რეკლამა

  
 
 
 
 
 
 
 

TOP ავტორები


ShaDoW
null

nullსიახლე
548
nullკომენტარი 48
nullრეპუტაცია 9


fReDzY
null

nullსიახლე
302
nullკომენტარი 3
nullრეპუტაცია 8


cripa
null

nullსიახლე
230
nullკომენტარი 11
nullრეპუტაცია 10


სტატისტიკა

სულ ონაინში 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0