×òåíèå RSS





მთავარი » 2010 » მაისი » 13 » იაკობ ხუცესი, ”წმ. შუშანიკის წამება”
იაკობ ხუცესი, ”წმ. შუშანიკის წამება”


იაკობ ხუცესი, ”წმ. შუშანიკის წამება”


და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი: I. იყო, მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძჱ არშუშაჲსი, რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპაჲსპეტისაჲ, რომლისათჳს-ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით - ვარდან, - და სიყუარულით სახელი მისი - შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით. და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს-ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის-ყოფად მისთჳს. რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტესსა. ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ ქრისტესი, ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტესთჳს?! რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათვის, არამედ ძღუნად თავსა თჳსსა შესწირჳდა მეფისა მის მიმართ, უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და თაყუანის-სცემდა ცეცხლსა, რამეთუ ყოველით კერძოვე თავი თჳსი ქრისტეჲსგან განაგდო. ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისაგან, რაჲთამცა სათნო-ეყო მეფესა, და ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ: „რომელი-იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა სჯულსა, ვითარცა-ესე მე". ამას უქადებდა, რომელი-იგი არა აქუნდა ჴელთა შუშანიკისაგან. მაშინ განიხარა მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაჲ.

II. და იჯმნა მეფისაგან სპარსთაჲსა პიტიახშმან. და ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქვეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინამიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო, ვითარცა გუელი, სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა საიდასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი. და ვითარცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ. და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა, დედოფლისა ჩუენისა, კითხვაჲ ჰრქუა, ხოლო სანატრელმან შუშანიკ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან ჰრქუა: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ!". ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხჳდა დამტკიცებულად. ხოლო კაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ: „ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი". ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა". და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი და ღმრთისმოშიშებით ეკლესიად შევიდა და თანა მიიყვანა სამნი იგი ძენი და ერთი ასული და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველისა და ესრეთ ილოცვიდა და იტყოდა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა, მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა!" და ვითარცა მწუხრისა ჟამი აღასრულეს, სახლაკი ერთი მცირე პოვა მახლობელად ეკლესიასა და შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსე და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა.

III. ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისა მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც, არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსამე სიტყჳსა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანავჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი - მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითაი ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათ ჩუენთა წარმოჩინებისათჳს. ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსაცა იყო ნეტარი შუშანიკ. და ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე. და ვარქვი ნეტარსა შუშანიკს: „ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო! ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტესსა, ნუ-უკუე მტერმან, ვითარცა სრსჳლმან, საძოვარი პოოს შენ თანა". ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ". და მე ვარქუ მას: „ეგრჱთ არს. მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ". ხოლო მან მრქუა მე: „ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე!" ხოლო მე ვარქუ მას: „ჭირნი შენნი ჭირნი ჩუენნი არიან და სიხარული შენი სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ, ყოველთა, ვითარცა შვილთა, გუხედევდ". და ვარქუ მე სანატრელსა მას: „ხუაშიადადრე, ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი". ხოლო მან მრქუა მე: „რასა მკითხავ ამას?" დ მე მიუგე და ვარქუ მას: „მტკიცედ სდგაა?" და მან მრქუა მე: „ ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა!" მე მიუგე და ვარქუ მას: „მწარე გონება აქუს მას, გუემასა და ტანჯუასა დიდსა შეგაგდოს შენ". ხოლო მან მრქუა მე: „უმჯობეს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ". და მე ვთქუ: „ეგრეთ არს".

IV. და ვიდრე ჩუენ ამას სიტყუასა შინა ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა იგი წინაშე ნეტარისა შუშანიკისა, და ტირილით იტყოდა: „ესევითარი სახლი მშჳდობისაჲ ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა". ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაჲ ნეტარისა მის. ხოლო წმიდამან მან ცნა ზაკუვითი იგი ზრახვაჲ მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ. და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში. და უთხრა სპარსმან მან ფარულად და ჰრქუა: „მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყჳ შენ: ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მას, რამეთუ დედათა ბუნებაჲ იწრო არს". და ხვალისა დღე, ვითარ აღდგა პიტიახში, გჳწოდა ჩუენ, ხუცესთა, და მივედით. და სიხარულით შეგჳმთხჳნა და გვრქუა ჩუენ: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ". და ჩუენ მიუგეთ და ვარქუთ: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ". მაშინღა იწყო სიტყუად და თქუა: „რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ შენ ჩემი ხატი დაამჴუ. და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ. და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წარსრულ ხარ". ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამჴუ! ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განრჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ, მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ. და, თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა!" ხოლო ჩუენ ესე ყოველი მიუთხართ პიტიახშსა. ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთჳს.

V. მერმე მიავლინა ჯოჯიკ, ძმაჲ თჳსი, და ცოლი ჯოჯიკისი, ძმის ცოლი თჳსი, და ეპისკოპოსი სახლისა თჳსისაჲ და ჰრქუა მათ: „ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ ადგილსა თჳსსა და ნუ ეგევითარი გონებაჲ გიპყრიეს, უკუეთუ არა, თრევით მოგითრიო!" და ვითარ მიიწინეს და შევიდეს წინაშე დედოფლისა და მრავალსა დასაჯერებელსა სიტყუასა ეტყოდეს მას, მაშინ წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მათ: „კაცნო ბრძენნო, თქუენ კეთილად იტყჳთ, გარნა ნუ დაგიჯერებიეს, თუმცა მე მისა ცოლადღა ვიყავ. მეგონა მე, ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს, და აწ მე მაიძულებთ ამას ყოფად?! ნუ იყოფინ ესე ჩემდა! და შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ და არცაღა მე შენი ძმისცოლი, არცა ცოლი შენი დაჲ ჩემი არს, რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა ზიარ ხართ". ჰრქუა მას ჯოჯიკ: „უწყი მე, აწ მოავლინნეს მსახურნი და თრევით წარგიყუანოს შენ". ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან". და ვითარცა ესმა ესე მისგან, ცრემლოოდეს ყოველნი და ჯოჯიკ აღდგა და ცრემლით გარე განვიდა.ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ეპისკოპოსსა: „ვითარ მეტყჳ მე დაჯერებად ჩემდა, რამეთუ მან ღმერთი უვარ-ყო?!" ხოლო ჯოჯიკ ევედრებოდა და ეტყოდა: „დაჲ ჩუენი ხარ შენ, ნუ წარსწყმედ სახლსა ამას სადედოფლოსა". ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „უწყი, ვითარმედ დაჲ ვარ და ერთგან განზრდილნი, ხოლო მაგას ვერ ვჰყოფ, ვითარმცა მოსისხლეობაჲ იქმნა, და თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით". და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას, აღდგა წმიდაჲ და ნეტარი შუშანიკ და თანაწარიტანა ევანგელჱ თჳსი, და ტირილით ესრჱთ იტყოდა: „უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ". ესე თქუა და წარვიდა მათ თანა, და თანაწარიტანა ევანგელჱ თჳსი და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი. და რაჟამს შევიდა იგი ტაძარსა მას, არა დაჯდა იგი თჳსსა მას გალიაკსა, არამედ სენაკსა შინა მცირესა. და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად წმიდამან შუშანიკ და თქუა: „უფალო ღმერთო, არცა მღვდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ. არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას. არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა ვარსქენს".

VI. და შემდგომად ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად და ჰრქუა მსახურთა თჳსთა: „ოდეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, ხოლო სხუასა ნუ ვინ უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად". და რაჟამს შემწუხრდა, მოუწოდეს ცოლსა ჯოჯიკისსა და ინებეს ერთად პურისა ჭამაჲ, რაჲთამცა მოიყვანეს წმიდაჲ შუშანიკცა. და ვითარცა მოიწია ჟამი პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაითამცა მასცა აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლინეს. და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არარაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!" და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია. მაშინ იყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნჳდა მას, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ, ყიოდა და იზახდა, ვითაცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და თავსა მისსა მოხეთქა, და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი, იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა, და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთაჲ. და ვითარცა მცირედ და-რე-სცხრა გულისწყრომისაგან, მოვიდა სპარსი იგი და მჴურვალედ ევედრებოდა მას, რაჲთამცა საკრველთა მათგან განეტევა წმიდაჲ შუშანიკ. და ვითარ ფრიად ევედრებოდა, ბრძანა განტევებაჲ მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაჲ და კრძალულად დაცვაჲ მისი ერთითა მსახურითა, და რაჲთა სხუაჲ არა ვინ შევიდეს ხილვად მისა, - არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი.

VII. და ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ: „წყლულებისა მისგან ვითარ არს?" ხოლო მან ჰრქუა მას: „ვერ განსარინებელ არს იგი". მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი. და დაუკჳრდა დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი. და ამცნო მსახურსა მას და ჰრქუა: „ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა". და თჳთ ნადირობად წარვიდა. ხოლო მე აღდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: „მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი". ხოლო მან მრქუა მე: „ნუუკუე ცნას და მომკლას მე?" და მე ვარქუ მას: „უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა და, თუ მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?" მაშინ შემიტევა მე ფარულად. და ვითარ შევედ შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული, და აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე". და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: „მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა ჰე, ღა-მე თუ განიკურნო". ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენ










ავტორი: ShaDoW | რეიტინგი: 0.0/ | ნანახია: 1023 | რიცხვი:18     


სულ კომენტარები: 1  

ავტორი: mmm

shinaaarsi mindaa tore magari mezareba daweraaaaa :D



ავტორიზაცია

რეკლამა

  
 
 
 
 
 
 
 

TOP ავტორები


ShaDoW
null

nullსიახლე
548
nullკომენტარი 48
nullრეპუტაცია 9


fReDzY
null

nullსიახლე
302
nullკომენტარი 3
nullრეპუტაცია 8


cripa
null

nullსიახლე
230
nullკომენტარი 11
nullრეპუტაცია 10


სტატისტიკა

სულ ონაინში 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0