×òåíèå RSS





მთავარი » 2010 » მაისი » 18 » ჯაბა კილაძე
ჯაბა კილაძე


- ჯაბა, წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეგობართან მიხვედი და კარი შენმა ორეულმა გაგიღო. როგორი რეაქცია გექნება?

- უიი, ძალიან გამიხარდება. მივალ ვკითხავ, შე ჩემნაირო, აქ საიდან გაჩნდი-მეთქი... მეტი რა უნდა ვქნა? სხვათა შორის, არასოდეს არავისთვის მივუმსგავსებივარ ვინმეს. მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ, ჩემნაირი არ არსებობს (იცინის).

- ჯაბა, ახლა როგორც სანდრომ, ისე მიპასუხე...

- (მაწყვეტინებს) თუ სანდროსთან გაქვთ კითხვები, დათო გოგიჩაიშვილს მიმართეთ. სანდროც ეგ არის ირაკლიც და დათოც (იცინის).

- კეთილი, მაგრამ მე მაინც შეგეკითხები: გველი ცხოველია თუ კუდი?

- ოოო, ეგ კითხვა მარიამ ჯოლოგუას შვილმა, პატარა ბუკამ დასვა. ასე რომ, ექსკლუზიურ პასუხსაც ის გაგცემთ...

- წარმოიდგინე, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაღლილი და მშიერი შინ ბრუნდები შენს, ოთახში კი შენსავე ხალათსა და ჩუსტებში გამოწყობილი კახა ბენდუქიძე გხვდება...

- რა მანიაკური შეკითხვებია, რა არის?! რაღა მაინცდამაინც ბენდუქიძე შემომიგზავნეთ? არა, გენაცვალე, კახა ბენდუქიძეს ბევრიც რომ ვეცადო, ჩემს ოთახში ვერ წარმოვიდგენ. ვინმე ინდივიდი მაინც დაგესახელებინათ...

- ბენდუქიძე ინდივიდი არ არის?

- კი არის, მაგრამ...

- ერთ მშვენიერ დღეს ნინა წკრიალაშვილმა სასიყვარულო მესიჯი რომ მოგწეროს რას უპასუხებდი?

- რა? ეგ რაღა შუაშია ჩემთან? რას ვიზამდი და მის მესიჯს შევინახავდი (იცინის).

- არაფერს უპასუხებდი?

- როგორ არა, მაგრამ რას საიდუმლოდ შევინახავ.

- ვინ დაწერა სიმღერა "სულიკო?

- ეს საიდან უნდა ვიცოდე, რომელი მომღერალი მე მნახეთ?

- ვარინკა წერეთელმა.

- რა ვარინკა წერეთელმა, კაცო... მგონი, თვითონ ვარინკამაც არ იცოდა. თავისი დაწერილი რომ იყო და მე საიდან უნდა ვიცოდე (იცინის)?!

- ბავშვობის მეგობარმა გოგონამ სიყვარული რომ აგიხსნათ, რას უპასუხებთ?

- ეს არ მოხდება, რადგან ისეთი მეგობრები მყავს... საერთოდ ქალთან დამეგობრება უამრავი მსხვერპლის გაღებას მოითხოვს, ასე ადვილი კი არ არის...

- გაგიჭირდა ქალებთან დამეგობრება?

- ასე გამოდის თუმცა დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ნამდვილი მეგობრობა შესაძლებელია.

- ვინ არის რეჟისორი ფილმისა "ტუტსი"?

- სიდნი პოლაკი. ასე, რა, მკითხეთ ასეთი კაცური რაღაცები, რა ვარინკა წერეთელი აგიტყდათ (იცინის)?

- მიხეილ სააკაშვილმა ასი დღით პრეზიდენტის სკამი რომ დაგითმოს რას გააკეთებდი?

- აუუ, რას ვიგულავებდიიი (იცინის)!.. ასი დღე არ მეყოფოდა... ისე მართლა მაგრად გავერთობოდი...

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- მიშას მე რა უნდა ვაჩუქო?! დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და იმისთვის, ვერ შემირჩევია საჩუქარი... დამითმოს ასი დღით პრეზიდენტის სკამი და მერე ვაჩუქებ რამეს.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - ცოტა ამბიციურია, არის მხიარული, იუმორის უქონლობას არ უჩივის. უყვარს საზოგადოებაში თავის გამოჩენა. მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. სამართლიანი და დისციპლინის მოყვარულია.










ავტორი: ShaDoW | რეიტინგი: 0.0/ | ნანახია: 638 | რიცხვი:18     


სულ კომენტარები: 0  


ავტორიზაცია

რეკლამა

  
 
 
 
 
 
 
 

TOP ავტორები


ShaDoW
null

nullსიახლე
548
nullკომენტარი 48
nullრეპუტაცია 9


fReDzY
null

nullსიახლე
302
nullკომენტარი 3
nullრეპუტაცია 8


cripa
null

nullსიახლე
230
nullკომენტარი 11
nullრეპუტაცია 10


სტატისტიკა

სულ ონაინში 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0