×òåíèå RSS





მთავარი » 2010 » მაისი » 18 » ნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე


- ნინო, რისი გეშინია ყველაზე მეტად?

- ძალიან მეშინია წყლის, ზღვაზე ისე გავატარებ ორ კვირას, ფეხს არ დავისველებ. არიან ადამიანები, ვისაც წყალი არ უყვართ მაგრამ ზღვის ყურება და მოსმენა სიამოვნებთ, მე პირიქით ვარ, ზღვის მეშინია, მგონია წამოდგება, ჩამყლაპავს და შემისრუტავს. როცა სანაპიროზე ვარ, სულ ვფიქრობ, ახლა ზღვა რომ გადმოვიდეს, რა მეშველება-მეთქი, მიუხედავად იმისა რომ დედას მთელი ბავშვობა ცურვაზე დავყავდი, ვერ ვისწავლე, რადგან წყალი არ მიყვარს. კიდევ მეშინია ვიწრო გვირაბების, აი ისეთის, პირამიდებში ჩასასვლელი რომაა. საერთოდ, კლაუსტროფობია არ მჭირს, უბრალოდ, ისეთი გვირაბის მეშინია, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

- შენს ფობიას, რომელიც წყალთანაა დაკავშირებული, ჰიდროფობია ჰქვია...

- სხვათა შორის, მე ჰიდრომასაჟზე დავდიოდი და გული იქაც ცუდად მიხდებოდა. გარდა ამისა ძალიან მეშინია ძაღლების.

- მეც არანორმალურად მეშინია ძაღლების და მაგას კინოფობია ჰქვია...
- ჩიხუახუას ჯიშის ძაღლისაც კი მეშინია, ამიტომ ისეთ ოჯახებს, სადაც ძაღლები ჰყავთ, არ ვსტუმრობ. ისე, არც კატა მიყვარს, ვიცი არ მიკბენს, მაგრამ ხელის მოკიდებისას არ მსიამოვნებს, მის ძვლებს რომ ვგრძნობ. ამ თემაზე ერთ-ერთ ფსიქოლოგს ვესაუბრე, რომელსაც სუფრაზე შევხვდი და დამარწმუნა არ უნდა გეშინოდეს და უნდა შეიყვარო ცხოველებიო, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათი კი არ მეშინია, მეზიზღება, თან სულ მგონია, ყველგან მისი ბეწვი მედება.

- რამე თუ უდევს საფუძვლად შენს ფობიებს?

- წყლის შიშს ნამდვილად აქვს საფუძველი მამაჩემმა მასწავლა ცურვა და ძალიან მომეწონა, გავთამამდი და ღრმად მომივიდა წყალში შესვლა, ისე, რომ კინაღამ დავიხრჩვე, მართალია, სერიოზულად არაფერი დამშავებია და გამომიყვანეს, მაგრამ მას შემდეგ წყალში საერთოდ არ ჩავსულვარ ფეხიც კი არ დამისველებია.

- ავიოფობია ანუ ფრენის შიში თუ გაქვს?

- არა, არანაირად, მე ბევრს დავფრინავ, ყოფილა შემთხვევა დღეში გადაჯდომა-გადმოჯდომით ოთხჯერ მიფრენია.

- აკროფობია - ანუ სიმაღლის შიში?
- არა, არ მაქვს, მაგალითად, ეიფელზე რომ ავდივარ და იქიდან ვიყურები, არ მეშინია, მაგრამ ვერ დავჯდები იმ საქანელებზე, რომელიც დიდ სიმაღლეზე ქანაობს.

- ანუ ექსტრემალური გართობის მოყვარული არ ხარ?
- არა, არ მიზიდავს ასეთი რაღაცები თუმცა ძალით მსვამს ჩემი ქმარი და მერე წამლების დალევა მიწევს (იცინის).

- მწერების - ფუტკრების, ობობების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- არანაირად არ მეშინია, შემიძლია, ნებისმიერი მწერი ხელით გავსრისო (იცინის).

- ვირთხებისა და გველების გეშინია?

- არა, მათ მიმართ ფობია არ მაქვს, თუმცა არც ერთი მათგანი სასიამოვნო დასანახავი არ არის. რასაც ვერ ვიტან და მეზიზღება, ღამურაა.

- მასთან დაკავშირებულ ფობიას ქიროპტოფობია ჰქვია...

- ერთხელ სახლშიც კი შემოგვიფრინდა, მთელი ღამე დავდევდით და გვეგონა გავაგდეთ, მაგრამ დამლაგებელმა ერთი თვის შემდეგ, ნახა ფარდაში გახვეული და უკვე გამხმარი ღამურა. სულ მეშინია, ეს ფრინველი თმაში არ ჩამაფრინდეს და გადასაპარსი არ გამიხდეს თავი.

- რიცხვების მიმართ ხომ არ გაქვს რამე ცრურწმენა ან შიში?

- არა, არანაირად. ჩემი ქმარი 13-შია დაბადებული და ეს რიცხვი კარგად აქვს დაცდილი, არადა, ბევრს სხვადასხვა ცრურწმენა აქვს 13-თან მიმართებაში. მე კიდევ დაბადების თარიღში ბევრი ექვსიანი მაქვს, თუმცა ამაზე არანაირი გართულება არ მაქვს.

- ნინო, ტაქოფობია - ანუ სიჩქარის შიში თუ გაქვს?

- არა, არანაირად, 240-თაც მივლია ავტობანზე, უკვე გამოცდილი მძღოლი ვარ და ჩქარი სიარულით იმის დამტკიცებას არ ვცდილობ როგორც დამწყებ მძღოლებს ახასიათებთ, რომ ტარება ვიცი (იცინის).

- ბუნებრივი მოვლენების - მიწისძვრის, ჭექა-ქუხილის თუ გეშინია?

- არა, ზოგს პანიკურად ეშინია ასეთი რაღაცების, მე კი არა.

- ექიმებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- სტომატოლოგთან ვიზიტი არ მიყვარს და მეშინია...

- ამას დენტოფობია ჰქვია...

- მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ისე მთავრდება, არაფერი მტკივა, მაინც მეშინია, ბურღის ხმას ვერ ვიტან. იმ დღეს, როცა სტომატოლოგთან წასვლა მიწევს, მთელი დღე დისკომფორტს განვიცდი, ასე ვარ მაშინაც როცა პანაშვიდზე ვარ წასასვლელი, რადგან მიცვალებულებისაც მეშინია.

- წონაში მომატების შიში ფობიაში თუ გადაგზრდია?

- კი, ეს ფობია გამძაფრებული მაქვს და ამას რა ჰქვია?

- ობესოფობია...

- ჰოდა, ეს ობესოფობია მქონია გამძაფრებულად, ეს არის ის ფობია რომელიც ყოველდღე მიტევს.

- და არ ებრძვი?

- კი, როგორ არა, ხან საერთოდ არ ვჭამ და ხან კიდევ ბევრს ვჭამ.

- როგორც აღმოჩნდა, შენც, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, გაქვს სხვადასხვაგვარი ფობია, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას?

- ფობია ალბათ ადამიანის სისუსტეა რომელსაც უნდა გადააბიჯო. ადამიანს დრო და ნერვები უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ ამ სისუსტეს ებრძოლოს და მოერიოს თორემ დაუძლეველი არაფერია.










ავტორი: ShaDoW | რეიტინგი: 0.0/ | ნანახია: 706 | რიცხვი:18     


სულ კომენტარები: 0  


ავტორიზაცია

რეკლამა

  
 
 
 
 
 
 
 

TOP ავტორები


ShaDoW
null

nullსიახლე
548
nullკომენტარი 48
nullრეპუტაცია 9


fReDzY
null

nullსიახლე
302
nullკომენტარი 3
nullრეპუტაცია 8


cripa
null

nullსიახლე
230
nullკომენტარი 11
nullრეპუტაცია 10


სტატისტიკა

სულ ონაინში 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0