×òåíèå RSS





მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ფრანქფურტის ავტოსალონის მთავარი პრემიერები
ფრანქფურტის ავტოსალონის მთავარი პრემიერები


სასიხარულოა, რომ ფრანქფურტის გამოფენაში თითქმის ყველა ევროპული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ მეორესმხრივ დასანანია, რომ არ აქტიურობენ იაპონელი ავტომწარმოებლები და ამიტომაც აზიის ღირსების დაცვა ძირითადად კორეულ ბრენდებს მოუწევთ, რომლებმაც წელს აშკარად გააუმჯობესეს თავიანთი წარმოება და უფრო დიდი მიზნებისთვისაც დაიწყეს ბრძლოლა - რაც უამრავი ახალი მოდელის გამოშვებაში მდგომარეობს.
სალონის პირველი დღის მოახლოვებასთან ერთად იზრდება ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციაც: არაოფიციალური ფოტოები, არასრული ტექნიკური მონაცემები, 3D მოდელები და ა.შ. ეს ყველაფერი ეს ერთად ქმნის საერთო წარმოდგენას ახალი მოდელეზე, რაც უფრო დიდ ინტერესს იწვევს ავტომოყვარულებში.
2009 წლის ფრანქფურტის ავტოსალონი შეიძლება ერთგვარ ტრამპლინად გადაიქცეს ბევრი ავტომწარმოებლისათვის. წლის მთავარ ავტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ცნობილი ბრენდი. ახალი სერიული მოდელების გარდა მრავლად იქნება ინოვაციური კონცეპტებიც.
მაგრამ ავტომოყვარულთათვის ყველაზე საინტერესო შემდეგი მოდელების პრეზენტაციები იქნება

Audi A5 Sportback
Audi R8 кабриолет
BMW 5 GranTurismo
BMW X1
Mercedes-Benz E-класс
Mercedes-Benz SLS AMG
Porsche Panamera
Volkswagen Polo
KIA cee’d
Lexus LF-Ch
McLaren MP4-12C
Bentley Mulsanne
Rolls-Royce Ghost
Marussia
Peugeot RCZ
Ferrari 458 Italia
Lamboghini Reventon Roadster

რათქმაუნდა ძირითადი აქცენტი 3 გერმანულ ავტოგიგანტზე - Audi-ზე, BMW-ზე და Mercedes-Benz-ზე გაკეთდება. უკვე ცნობილია, რომ ავტოსალონზე Audi მინიმუმ ხუთ სიახლეს შესთავაზებს ავტომოყვარულებს, რომელთაგან მთავარი - Audi A5 Sportback იქნება. ფრანქფურტში ასევე წარმოდგენილი იქნება, სამ ლიტრიანი ტურბო ძრავით აღჭურვილი - Audi S5 Sportback. ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ფრანქფურტში აუდი გამოფენს R8-ს ბაზაზე შექმნილ ახალ კაბრიოლეტს Audi R8 Spider-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება V10 ტიპის, 525 HP-ს მქონე, 5,2 ლიტრიანი ძრავით. ბოლო სიახლე Audi-სგან იქნება – Audi RS3, რომლისთვისაც აუდის ინჟინრებმა Audi TT RS-ის 335 HP-იანი ძრავი "გაიმეტეს".
Audi-ს ბავარიელი კონკურენტები ჩამორჩენას არ აპირებენ და ავტოსალონზე რამოდენიმე ახალ მოდელს წარმოადგენენ. პუბლიკის ძირითადი ყურადღება მიპყრობილი იქნება BMW 5 GranTurismo-სკენ, რომელიც Audi-ს ანალოგიური მოდელის ძირითად კონკურენტად მოაზრება. არანაკლებ დიდ ინტერესს იწვევს BMW X1-ის პრემიერაც. ასევე წარმოადგენილი იქნება ახალი BMW-ს მე-3-ე სერიის კუპე და კაბრიოლეტი და ახალი BMW 6. ასევე მოხდება BMW X6 ActiveHybrid-ის პრემიერაც, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ჰიბრიდის წოდებაზე აქვს პრეტენზია, BMW-ს "ჰიბრიდული ხაზის" გაგრძელება იქნება ახალი BMW 7 ActiveHybrid.
ეკოლოგიურ თემას გააგრძელებს Mercedes-Benz. რომელიც წარმოადგენს ახალ - S500 Plug-in Hybrid-ს და უფრო მცირელიტრაჟიან - S250 BlueEfficiency-ს. მაგრამ ეს "ეკოლოგიური დუეტი" სხვა სიახლეების ფონზე, მეორე პლანზე გადადის. საკმაოდ საინტერესო სანახავი იქნება ახლი E-კლასის უნივერსალი, მაგრამ ფრანქფურტის ავტოსალონზე Mercedes-Benz-ის მთავარ დამრტყმელ ძალას, რათქმაუნდა - Mercedes-Benz SLS AMG წარმოადგენს.
გერმანულ დიდ სამეურს, კიდევ 2 წევრი შეუერთდება, ესენია: Porsche და Volkswagen.
წელს Porsche-ს ფრანქფურტში საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა ეყოლება. ესენია Porsche Panamera, ახალი Porsche 911-ს სხვადასხვა ვერსიები, რომელთა შორის გამოირჩევიან Sport Classic, Turbo, Cup და RS3.
Volkswagen თავის მხრივ წარმოადგენს: ახალ Polo-ს, რომელიც ასევე GTI-ს ვერსიითაც გამოვა, California-ს, Caravelle-სა და Transporter-ის ახალ კომერციულ მოდელებს. ასევე BlueMotion-ვერსიის ტრიოს – Polo-ს, Golf-სა და Passat-ს.
კომპანიები KIA და Hyundai კარგად მოემზადდნენ ფრანქფურტისთვის და სერიული ავტომოდილების გარდა სხვა მრავალი სიახლეც ჩამოიტანეს აზიიდან. პირველ რიგში აღსანიშნავია KIA Cee’d-ის ევროპული ვარიანტი, ასევე მოდელები Venga და Sorento. ეკოლოგიურ ხაზს წარმოადგენენ Cee’d Hybrid, Sorento Hybrid და Forte LPI Hybrid. Hyundai კი თავის მძიმე არტილერიას გამოაჩენს i30-სა და i35-ს სახით. სალონზე მოხდება ასევე i10 Electric-სა და Hyundai ix Metro Concept-ს პრემიერა.
იაპონიის მხრიდან ავტოსალონზე წარსდგებიან ახალი Toyota Land Cruiser, ახალი Subaru Legacy და Outback, Infiniti М, Suzuki Kizashi, Nissan LEAF, Lexus-ის კონცეპტი - LF-Ch, ახალი Honda CR-V, Mazda-ს კონცეპტი Mazda MX-5 Superlight და ახალი Mazda CX-7.
საკმაოდ ბევრი სიახლე იქნება პრემიუმ სეგმენტში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს Aston Martin-ის ახალი შედევრი - Aston Martin Rapide, ასევე ავტომოყვარულთათვის საკმაოდ საინტერესო იქნენება McLaren MP4-12C-ის ხილვაც. პრემიუმ კლასის სიახლეებს გააგრძელებენ Maserati-ის კაბრიოლეტი GranCabrio, ახალი Bentley Mulsanne, ახალი Rolls-Royce Ghost, Lamboghini Reventon Roadster და Ferrari 458 Italia.
ფრანქფურტის ავტოშოუსათვის მოემზადნენ შვედური კომპანიები Saab და Volvo. Saab თავის მხრივ წარმოადგენს თავის ახალ მოდელს 9-5, რომელიც შვედების თქმით საფუძველი უნდა ჩაუყაროს სკანდინავიური მარკის ახალი ერის დასაწყისს. Volvo კი გერმანიაში ორი ახალი მოდელის C30-სა და C70-ის პრეზენტაცას მოაწყობს.
ასევე სალონზე წარმოდგენილი იქნება ახალი Ford С-Max, ახალი Opel Astra, Alfa Romeo MiTo Quadrifoglio Verde, ახალი Jaguar XJ და XF, Peugeot 5008 და RCZ, Citroen C3 და Renault Fluence.










ავტორი: ShaDoW | რეიტინგი: 0.0/ | ნანახია: 604 | რიცხვი:18     


სულ კომენტარები: 0  


ავტორიზაცია

რეკლამა

  
 
 
 
 
 
 
 

TOP ავტორები


ShaDoW
null

nullსიახლე
548
nullკომენტარი 48
nullრეპუტაცია 9


fReDzY
null

nullსიახლე
302
nullკომენტარი 3
nullრეპუტაცია 8


cripa
null

nullსიახლე
230
nullკომენტარი 11
nullრეპუტაცია 10


სტატისტიკა

სულ ონაინში 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0