×òåíèå RSS





მთავარი » 2010 » მაისი » 19 » მუხრან მაჭავარიანი
მუხრან მაჭავარიანი


81 წლის ასაკში ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. იგი რუსთაველის თეათრში პოეტის ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.სრულიადში არის დიდი პოეტის რამოდენიმე ლექსი,გთხოვთ წაიკითხოთ და თქვენი სამძიმარი გამოთქვათ კომენტარის სახით

მე მიყვარს

მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს,
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!
(მიზეზის პოვნას
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ).

დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი.
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი
და...
ბოლოს
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით.

აუცილებლად,
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა,
დედაო, გმადლობ!
ვხედავ ქვეყანას —
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს.
1955

----------------
(ყრუა და ბრმაა...)
მუხრან მაჭავარიანი

ყრუა და ბრმაა
ვინაიდან წუთისოფელი! _
ჩემი რომ ვიყო
(შენ კი არა!)
მე მადლობელი:
ვინ ვიყო?! _
ვიყო, _
ვინც არ ვარ თუ
ვინც ვარ?! _
რომელი?!
----------------
(წამერთვი...)
მუხრან მაჭავარიანი

წამერთვი,
მაგრამ ვერ წამართვი წუთები ტკბილი;
დღეს მე იმ წუთთა წარმოდგენით ხელახლა ვტკბები...
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!
მიწურულია ათასცხრაასორმოცდაშვიდის.

ცაა კრიალა.
ციდან მთვარე გვიყურებს ბადრი;
დღეს მე იმ ღამის წარმოდგენით ხელახლა ვტკბები...
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!
არის დამდეგი ათასცხრაასორმოცდაათის.

სად სიკვდილშია მაშინდელი ხალისი ახლა?
სად სიკვდილშია მაშინდელი, თუ გინდა, ფიქრი?
დღეს იქ სტამბაა, მაშინ შენი რომ იდგა სახლი
და მაშინდელი დღეს ჭადარი დგას მხოლოდ იქვე.
--------------
გულუბრყვილო ნატვრა გამხელილი წყნეთის ქუჩაზე ერთი ასულისადმი
მუხრან მაჭავარიანი

ცად მიმოქრიან მერცხალნი შავნი.
ქუჩაში ბიჭი ყვავილებს ყიდის.
არ იქნებოდა შესანიშნავი, _
იყო შენ ჩიტი?!
ვიყო მე ჩიტი?!

ჩიტნი რომ ვიყოთ, იქ წაგიყვანდი,
სადაც, ვით კაცი, ვიყავი უწინ;
გულს ვიჯერებდით მაშინ, გიყვარდეს,
ქსენიას ბჟოლით...
ვალიკოს ყურძნით...

ჩიტნი რომ ვიყოთ (ვაგლახ! _ კაცნი ვართ!),
არ იარსებებს ჩვენთვის მიჯნები;
შევეგებებით მღვრიე განთიადს,
ქვებს დაგვიშენენ
სოფლის ბიჭები.

ტირიფის ტოტზე გავძღებით ძილით, _
კმაყოფილები მაყვლით, კუნელით...
დე, ნუმც შენიშნონ ფრინველი წყვილი, _
ისე გავიდნენ
საუკუნენი.










ავტორი: fReDzY | რეიტინგი: 0.0/ | ნანახია: 718 | რიცხვი:22     


სულ კომენტარები: 0  


ავტორიზაცია

რეკლამა

  
 
 
 
 
 
 
 

TOP ავტორები


ShaDoW
null

nullსიახლე
548
nullკომენტარი 48
nullრეპუტაცია 9


fReDzY
null

nullსიახლე
302
nullკომენტარი 3
nullრეპუტაცია 8


cripa
null

nullსიახლე
230
nullკომენტარი 11
nullრეპუტაცია 10


სტატისტიკა

სულ ონაინში 3
სტუმარი 3
მომხმარებელი 0