პორტუგალიასა და
ბრაზილიას შორის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ორივე გუნდს ჰქონდათ
მომენტები, რომლებიც გამოუყენებელი დარჩათ. შეხვედრის პირველ ნახევარში
პორტუგალიელთა კართან ბრაზილიელები შეტევებს ახორციელებდნენ, მაგრამ როგორც
გითხარით უშედეგოდ. მეორე ტაიმი პორტუგალიელთა უპირატესობით წარიმართა და
რეალური მომენტებიც ჰქონდათ. ბევრისთვის მოულოდნელად მექსიკელმა არბიტრმა
ბევრი ყვითელი ბარათები უჩვენა ფეხბურთელებს. ასეა თუ ისე, პირველ ადგილზე 7
ქულით ბრაზილია გადის, ხოლო მეორე ადგილზე პორტუგალიელებმა 5 ქულა
დააგროვეს. რაც შეეხება ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრას, კოტ დ'ივუარმა 3:0
დაამარცხა ჩრდილოეთ კორეის გუნდი, თუმცა ამის მიუხედავად კოტ დ'ივუარი
გამოეთიშა "მუნდიალს".
|
|