სასიხარულოა, რომ ფრანქფურტის გამოფენაში თითქმის ყველა ევროპული კომპანია
მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ მეორესმხრივ დასანანია, რომ არ აქტიურობენ
იაპონელი ავტომწარმოებლები და ამიტომაც აზიის ღირსების დაცვა ძირითადად
კორეულ ბრენდებს მოუწევთ, რომლებმაც წელს აშკარად გააუმჯობესეს თავიანთი
წარმოება და უფრო დიდი მიზნებისთვისაც დაიწყეს ბრძლოლა - რაც უამრავი ახალი
მოდელის გამოშვებაში მდგომარეობს. სალონის პირველი დღის მოახლოვებასთან
ერთად იზრდება ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციაც:
არაოფიციალური ფოტოები, არასრული ტექნიკური მონაცემები, 3D მოდელები და
ა.შ. ეს ყველაფერი ეს ერთად ქმნის საერთო წარმოდგენას ახალი მოდელეზე, რაც
უფრო დიდ ინტერესს იწვევს ავტომოყვარულებში. 2009 წლის ფრანქფურტის
ავტოსალონი შეიძლება ერთგვარ ტრამპლინად გადაიქცეს ბევრი
ავტომწარმოებლისათვის. წლის მთავარ ავტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება
ყველა ცნობილი ბრენდი. ახალი სერიული მოდელების გარდა მრავლად იქნება
ინოვაციური კონცეპტებიც. მაგრამ ავტომოყვარულთათვის ყველაზე საინტერესო
შემდეგი მოდელების პრეზენტაციები იქნება
Audi A5 Sportback Audi
R8 кабриолет BMW 5 GranTurismo BMW X1 Mercedes-Benz E-класс Mercedes-Benz
SLS AMG Porsche Panamera Volkswagen Polo KIA cee’d Lexus
LF-Ch McLaren MP4-12C Bentley Mulsanne Rolls-Royce Ghost Marussia Peugeot
RCZ Ferrari 458 Italia Lamboghini Reventon Roadster
რათქმაუნდა
ძირითადი აქცენტი 3 გერმანულ ავტოგიგანტზე - Audi-ზე, BMW-ზე და
Mercedes-Benz-ზე გაკეთდება. უკვე ცნობილია, რომ ავტოსალონზე Audi მინიმუმ
ხუთ სიახლეს შესთავაზებს ავტომოყვარულებს, რომელთაგან მთავარი - Audi A5
Sportback იქნება. ფრანქფურტში ასევე წარმოდგენილი იქნება, სამ ლიტრიანი
ტურბო ძრავით აღჭურვილი - Audi S5 Sportback. ბოლო მომენტში გაირკვა, რომ
ფრანქფურტში აუდი გამოფენს R8-ს ბაზაზე შექმნილ ახალ კაბრიოლეტს Audi R8
Spider-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება V10 ტიპის, 525 HP-ს მქონე, 5,2
ლიტრიანი ძრავით. ბოლო სიახლე Audi-სგან იქნება – Audi RS3, რომლისთვისაც
აუდის ინჟინრებმა Audi TT RS-ის 335 HP-იანი ძრავი "გაიმეტეს". Audi-ს
ბავარიელი კონკურენტები ჩამორჩენას არ აპირებენ და ავტოსალონზე რამოდენიმე
ახალ მოდელს წარმოადგენენ. პუბლიკის ძირითადი ყურადღება მიპყრობილი იქნება
BMW 5 GranTurismo-სკენ, რომელიც Audi-ს ანალოგიური მოდელის ძირითად
კონკურენტად მოაზრება. არანაკლებ დიდ ინტერესს იწვევს BMW X1-ის პრემიერაც.
ასევე წარმოადგენილი იქნება ახალი BMW-ს მე-3-ე სერიის კუპე და კაბრიოლეტი
და ახალი BMW 6. ასევე მოხდება BMW X6 ActiveHybrid-ის პრემიერაც,
რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ჰიბრიდის წოდებაზე აქვს პრეტენზია,
BMW-ს "ჰიბრიდული ხაზის" გაგრძელება იქნება ახალი BMW 7 ActiveHybrid. ეკოლოგიურ
თემას გააგრძელებს Mercedes-Benz. რომელიც წარმოადგენს ახალ - S500
Plug-in Hybrid-ს და უფრო მცირელიტრაჟიან - S250 BlueEfficiency-ს. მაგრამ
ეს "ეკოლოგიური დუეტი" სხვა სიახლეების ფონზე, მეორე პლანზე გადადის.
საკმაოდ საინტერესო სანახავი იქნება ახლი E-კლასის უნივერსალი, მაგრამ
ფრანქფურტის ავტოსალონზე Mercedes-Benz-ის მთავარ დამრტყმელ ძალას,
რათქმაუნდა - Mercedes-Benz SLS AMG წარმოადგენს. გერმანულ დიდ სამეურს,
კიდევ 2 წევრი შეუერთდება, ესენია: Porsche და Volkswagen. წელს
Porsche-ს ფრანქფურტში საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა ეყოლება. ესენია
Porsche Panamera, ახალი Porsche 911-ს სხვადასხვა ვერსიები, რომელთა შორის
გამოირჩევიან Sport Classic, Turbo, Cup და RS3. Volkswagen თავის
მხრივ წარმოადგენს: ახალ Polo-ს, რომელიც ასევე GTI-ს ვერსიითაც გამოვა,
California-ს, Caravelle-სა და Transporter-ის ახალ კომერციულ მოდელებს.
ასევე BlueMotion-ვერსიის ტრიოს – Polo-ს, Golf-სა და Passat-ს. კომპანიები
KIA და Hyundai კარგად მოემზადდნენ ფრანქფურტისთვის და სერიული
ავტომოდილების გარდა სხვა მრავალი სიახლეც ჩამოიტანეს აზიიდან. პირველ
რიგში აღსანიშნავია KIA Cee’d-ის ევროპული ვარიანტი, ასევე მოდელები Venga
და Sorento. ეკოლოგიურ ხაზს წარმოადგენენ Cee’d Hybrid, Sorento Hybrid და
Forte LPI Hybrid. Hyundai კი თავის მძიმე არტილერიას გამოაჩენს i30-სა და
i35-ს სახით. სალონზე მოხდება ასევე i10 Electric-სა და Hyundai ix Metro
Concept-ს პრემიერა. იაპონიის მხრიდან ავტოსალონზე წარსდგებიან ახალი
Toyota Land Cruiser, ახალი Subaru Legacy და Outback, Infiniti М, Suzuki
Kizashi, Nissan LEAF, Lexus-ის კონცეპტი - LF-Ch, ახალი Honda CR-V,
Mazda-ს კონცეპტი Mazda MX-5 Superlight და ახალი Mazda CX-7. საკმაოდ
ბევრი სიახლე იქნება პრემიუმ სეგმენტში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს Aston
Martin-ის ახალი შედევრი - Aston Martin Rapide, ასევე ავტომოყვარულთათვის
საკმაოდ საინტერესო იქნენება McLaren MP4-12C-ის ხილვაც. პრემიუმ კლასის
სიახლეებს გააგრძელებენ Maserati-ის კაბრიოლეტი GranCabrio, ახალი Bentley
Mulsanne, ახალი Rolls-Royce Ghost, Lamboghini Reventon Roadster და
Ferrari 458 Italia. ფრანქფურტის ავტოშოუსათვის მოემზადნენ შვედური
კომპანიები Saab და Volvo. Saab თავის მხრივ წარმოადგენს თავის ახალ მოდელს
9-5, რომელიც შვედების თქმით საფუძველი უნდა ჩაუყაროს სკანდინავიური
მარკის ახალი ერის დასაწყისს. Volvo კი გერმანიაში ორი ახალი მოდელის
C30-სა და C70-ის პრეზენტაცას მოაწყობს. ასევე სალონზე წარმოდგენილი
იქნება ახალი Ford С-Max, ახალი Opel Astra, Alfa Romeo MiTo Quadrifoglio
Verde, ახალი Jaguar XJ და XF, Peugeot 5008 და RCZ, Citroen C3 და Renault
Fluence.
|
|