მუნდიალის მოქმედი ჩემპიონი, იტალიის ნაკრები
სლოვაკეთთან შეხვედრაში დამარცხდა და F ჯგუფში უკანასკნელ პოზიციაზე
გავიდა. სლოვაკი მოთამაშეები კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც E ჯგუფის
პირველ ადგილოსანს შეხვდებიან. მატჩს ძალიან საინტერესო დასასრული ქონდა,
უკანასკნელ წუთებში ერთბაშად 3 გოლი გავიდა, საიდანაც ორი "სკუადრა
აზურამ”, ხოლო ერთი სლოვაკებმა გაიტანეს. აქვე გეტყვით, რომ F ჯგუფში
პირველი ადგილი პარაგვაიმ დაიკავა, რომელმაც უკანასკნელ ტურში ახალ
ზელანდიასთან 0-0 ითამაშა.
|
|